10 თვის და 3 კვირის წინ
"ინტერი ერთი ფეხით და მეტით ფინალშია" - საკიმ მილანური დერბი შეაფასა
"ინტერი ერთი ფეხით და მეტით ფინალშია" - საკიმ მილანური დერბი შეაფასა

ლეგენდარულმა იტალიელმა, არიგო საკიმ მილანური დერბი შეფასა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "მილანი" "ინტერთან" 0-2 დამარცხდა.

"ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ჰქონდა მილანს მატჩისადმი, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ელოდებოდა, ასეთი ცუდი მიდგომა, შესაძლოა ყველაფერი ზედმეტად დიდი დაძაბულობისა და ნერვების ბრალი იყო, ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად როსონერის გასახდელთან უნდა გქონდეს წვდომა.

რაც ყველასათვის აშკარაა, მილანს დაცვასა და შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, ყველა დაბნეული იყო, გუნდური პრესინგი არ გამოსდიოდათ და ინტერს ზედმეტად დიდ სივრცეებს უტოვებდნენ.

ინტერს რაც შეეხება, მათ გამარჯვება 100 პროცენტით დაიმსახურეს. ინძაგის გუნდმა თავისი ფიზიკური და მენტალური სიძლიერე დაამტკიცა, ასეთ მატჩში გამარჯვება კი მათ თავდაჯერებულობას კიდევ უფრო გაზრდის.

სიმონე ინძაგის გუნდი პირველივე წუთიდან სოლიდური, ორგანიზებული და ცივსისხლიანი იყო, რომელიც მეტოქე გუნდის შცდომებს შესანიშნავად იყენებდა.

ახლა, პირველი მატჩის შემდეგ, ინტერი ერთი ფეხით და მეტით ფინალშია, სადაც, მათი ხარისხისა და შემადგენლობის ფონზე, გამარჯვების შანსი აუცილებლად ექნება", - ამბობს საკი.


Facebook კომენტარები