10 თვის და 3 კვირის წინ
"მილანის მიდგომა მატჩისადმი არასწორი იყო" - კაპელომ მილანური დერბი შეაფასა
"მილანის მიდგომა მატჩისადმი არასწორი იყო" - კაპელომ მილანური დერბი შეაფასა

ლეგენდარულმა იტალიელმა, ფაბიო კაპელომ მილანური დერბი შეაფასა.

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მილანის მიდგომა მატჩისადმი არასწორი იყო. გუნდმა შეხვედრა ზედმეტად პასიურად დაიწყო და დაისაჯა კიდეც. როსონერიმ ამ შეხვედრისგან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს და მომდევნო შეხვედრებში უკეთ იასპარეზოს.

ინძაგის ადგილას, მე ჩემს გუნდს მივულოცავდი, რადგან ნერაძურიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი და მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

ვფიქრობ, რომ თუ ინტერმა ასეთი ინტენსიობით და მონდომებით გააგრძელა თამაში, მათ არა მხოლოდ მილანის დამარცხება, არამედ ფინალში გამარჯვების კარგი შანსიც ექნება", - თქვა კაპელომ.


Facebook კომენტარები