"იუვე" ისკოზე ზეწოლას აძლიერებს

image
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ისკო ზაფხულში გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. შუახაზელი აღარ მალავს სათამო დროის სიმცირით გამოწვეულ უკმაყოფილებს, რასაც ჯერ კიდევ გაუხანგრძლივებელი კონტრაქტიც მოწმობს.

“მე მშვიდად ვარ, თუმცა ფეხბურთელის კარიერა მოკლეა. ჩემი მთავარი სადარდებელი სათამაშო დროა. ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებ”,
- ამბობს ფეხბურთელი.

ესპანელს, რომელიც კასემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიოს ჩრდილშია, ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

"Marca"-ს ცნობით, ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ისკოს გაფორმებით ინტერესდება "მანჩესტერ სიტია". "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გუარდიოლას თანამემამულის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

იტალიური პრესის თანახმად კი "იუვენტუსი" აქტიურ ფაზაში გადასვლას და ტრანსფერზე ხელის სერიოზულად მოკიდებას გეგმავს, თუმცა როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, თავად ისკოს ბრიტანული ვარიანტი უფრო ხიბლავს.


© ForzaJuve.Ge
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image