11 თვის და 3 კვირის წინ
რა ბედი ელის  ასტერ ვრანკსის "მილანში"?
რა ბედი ელის ასტერ ვრანკსის "მილანში"?

როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იუწყება, "მილანი" ასტერ ვრანკსის აგენტს შეხვდა და უთხრა, რომ "როსონერი" მის გამოსყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი "მილანში" 1-წლიანი იჯარით, შემდგომში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით თამაშობს, რის გადახდას "როსონერი" არ აპირებს.

 ზემოთხსენებული ჟურნალისტის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს.


Facebook კომენტარები