11 თვის წინ
რამდენია "მილანის"ამჟამინდელი ბიუჯეტი?
რამდენია "მილანის"ამჟამინდელი ბიუჯეტი?

"მილანის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"მილანის პრეზიდენტი 2018 წელს გავხდი და მას შემდეგ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ვითამაშეთ ევროპა ლიგაზე 2019-20 წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე 2020-21 წლებში, გასულ სეზონში ჩვენ სკუდეტო მოვიპოვეთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ.

გვსურს, რომ ეს წელი ჩვენ პოზიტიური ბიუჯეტით დავხუროთ. ჩვენი შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა და 350 მილიონ ევროს გადასცდება. მილანს პოზიტიური ბიუჯეტი ბოლოს 2006 წელს ჰქონდა, მას შემდეგ კი ძალიან დიდი დრო გავიდა", - თქვა "როსონერის" პრეზიდენტმა.


Facebook კომენტარები