12 თვის წინ
რომელი ევროპული გრანდები გაისტუმრა უარით ლეაუმ?
რომელი ევროპული გრანდები გაისტუმრა უარით ლეაუმ?

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რაფაელ ლეაუს შეძენით ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი” ინტერესდებოდნენ, მაგრამ პორტუგალიელი მზადაა "როსონერისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. შესაბამისად მან ეს გუნდები უარით გაისტუმრა.

ლეაუს "მილანთან" არსებული მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პორტუგალიელმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები