12 თვის წინ
"მილანი" "ბაიერნის" ფეხბურთელს დაიმატებს?
"მილანი" "ბაიერნის" ფეხბურთელს დაიმატებს?

როგორც MilanNews იუწყება, "მილანი" მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელს, ბენჟამენ პავარს აკვირდება.

მას "ბაიერნთან" არსებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, ის გუნდთან მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არ აწარმოებს.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, პავარი "მილანის" ფორვარდის, ოლივიე ჟირუს კარგი მეგობარია და კლუბის ხელმძღვანელობას დიდი იმედი აქვს, რომ პავარს ჟირუ დაარწმუნებს.


Facebook კომენტარები