1 წლის წინ
"უსაზღვრო ბედნიერების მოსაპოვებლად ვითამაშებთ" - სპალეტის პრესკონფერენცია
"უსაზღვრო ბედნიერების მოსაპოვებლად ვითამაშებთ" - სპალეტის პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

"მილანთან მოკლე დროში ორჯერ ვითამაშეთ, ამიტომ არის დეტალები, რაც გამოსასწორებელია. მილანს სხვა გუნდებთან შედარებით განსხვავებული თვისებები აქვს, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური გუნდია. მეკარეც მაღალი დონის ჰყავს, რომელიც დაცვითი ფლეიმეიქერია. არ შევცვლით ტაქტიკას, მაგრამ აუცილებლად მოგვიწევს დეტალებისა და ზოგიერთ ასპექტზე ყურადღების მიქცევა, რადგან მილანი კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობს.

ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც პირველ მატჩში, გარკვეული მინუსები გვქონდა, მაგრამ ბევრი არა. ზოგადად, ისეთ თამაშის ხარისხის ველოდები, როგორიც პირველ შეხვედრაში იყო. ვიმსახურებთ მაღალი დონის თამაშის ჩატარებას იმისთვის, რისი ჩვენებაც აქამდე შევძელით, გუნდის და ქალაქის სიყვარულისთვის, შეიძლება ითქვას, ხვალ უსაზღვრო ბედნიერების მოსაპოვებლად ვითამაშებთ", - თქვა სპალეტიმ.


Facebook კომენტარები