11 თვის და 2 კვირის წინ
"ოსიმენის თამაშით არაფერი იცვლება" - კიაერი
"ოსიმენის თამაშით არაფერი იცვლება" - კიაერი

"მილანის" მცველმა სიმონ კიაერმა ჩემპიონთა ლიგაზე, "ნაპოლისთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ასეთი მატჩები მაძლევს მოტივაცია საიმისოდ, რომ ყოველდღე ვივარჯიშო. კომპაქტურები და ერთიანები უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით მატჩის რთულ მომენტებში. უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიდეთ ამგვარი სიტუაციებიდან. 

რას ცვლის ოსიმენის მოედანზე ყოფნა? დიდად არაფერი შეიცვლება. ის შესანიშნავი თვისებების მქონე მოთამაშეა, ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი. მას დიდებული სეზონი აქვს მაგრამ მის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ. 

მთლიანობაში თამაშის საფუძველი იგივე რჩება: ერთად ვიცავთ თავს და ერთად ვუტევთ. ნაპოლი ბოლო ორ თამაშში დავამარცხეთ და ვიცით, რომ მოგება ხვალაც შეგვიძლია. ძლიერ გუნდს ვხვდებით, მაგრამ ჩვენ ხომ მილანი ვართ! რა თქმა უნდა, ტაქტიკურად ნაპოლი რაღაცას შეცვლის, რადგან წინა ორი თამაში წააგეს. ჩემი აზრით, ამჯერად უფრო აგრესიულები იქნებიან და მზად უნდა ვიყოთ. ხასიათის და გამბედაობის გამოჩენა დაგვჭირდება", - თქვა კიაერმა.


Facebook კომენტარები