11 თვის და 2 კვირის წინ
"ნაპოლიმ" ჩვენი ძალა კიდევ ერთხელ იგრძნო" - ბენასერი
"ნაპოლიმ" ჩვენი ძალა კიდევ ერთხელ იგრძნო" - ბენასერი

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, სადაც "მილანმა" "ნაპოლი" 1-0 დაამარცხა ისმაელ ბენასერმა კომენტარი გააკეთა.

"კარგი მატჩი ჩავატარეთ. Ზუსტად შევასრულეთ სტეფანო პიოლის დავალებები და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. Რა თქმა უნდა, უფრო მეტი გოლის გატანა გვინდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მეტოქემ ჩვენი ძალა კიდევ ერთხელ იგრძნო.

Ძალიან კარგად ვთამაშობდით 1-1-ზე დუელების დროს, უმეტესად ჩვენ ვიგებდით, მაგრამ თუ რომელიმე ჩვენს თანაგუნდელს გაუჭირდებოდა, მალე ვეხმარებოდით.

აუცილებელია, რომ სულ ასე ვითამაშოთ. Ჩვენი ყველაზე დიდი სიძლიერე გუნდურობაა და ეს ყველა მეტოქემ იცის", - თქვა ბენასერმა.


Facebook კომენტარები