1 წლის წინ
"დიასი არასოდეს მომწონდა, თუმცა ვაღიარებ რომ..." - რა აღიარა კაპელომ?
"დიასი არასოდეს მომწონდა, თუმცა ვაღიარებ რომ..." - რა აღიარა კაპელომ?

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ ბრაჰიმ დიასის შესახებ ისაუბრა.

"დიასი არასოდეს მომწონდა და არაერთხელ მითქვამს, რომ ის მილანის დონის ფეხბურთელი არ იყო, თუმცა ვაღიარებ, რომ ვცდებოდი.

ესპანელი ფეხბურთელის პროგრესი ბოლო პერიოდში უბრალოდ კოლოსალურია, ის გახდა ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია და თან ამას გადამწყვეტ მატჩებში, უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ აკეთებს", - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ დიასი "რეალის" საკუთრებაა და "მილანში" იჯარით თამაშობს.


Facebook კომენტარები