1 წლის წინ
ხვიჩა კვარაცხელია VS მილანი - საინტერესო ფაქტები
ხვიჩა კვარაცხელია VS მილანი - საინტერესო ფაქტები

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომლებიც "მილანთან" მარცხის შემდეგ დაფიქსირდა.

1. ხვიჩა კვარაცხელიას 6 წარმატებული დრიბლინგი მილანთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩების რეკორდია.

2. 4 საგოლე პასით ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის სეზონში ლიდერთა შორისაა. ამდენივე საგოლე პასი აქვთ დიოგო ჟოტას, ლეონ გორეტცკას, მესის და ვინისიუსს.

3. საშუალოდ 4 დარტყმა კარისკენ, ხვიჩას ეს სტატისტიკა ლიგაში მესამეა, ის მხოლოდ ორ სუპერფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის (4.8 და ერლინგ ჰაალანდს (4.1) ჩამორჩება. ხვიჩა ოდნავ უსწრებს ქარიმ ბენზემას (3.9).

4. საშუალოდ 3.1 წარმატებული დრიბლინგით მატჩში კვარაცხელია ლიგაზე მეოთხეა. წინ ნოა ლანგი (ბრიუგე. 4.8, ვინისიუსი (4) და რაფაელ ლეაოა (3.7).


Facebook კომენტარები