1 წლის წინ
"მსაჯმა წესების დარღვევა როგორ ვერ დაინახა" - იტალიური მედია კვარაცხელია-ტონალის მომენტზე
"მსაჯმა წესების დარღვევა როგორ ვერ დაინახა" - იტალიური მედია კვარაცხელია-ტონალის მომენტზე

"მილანი" "ნაპოლის" შეხვედრის ერთ-ერთ ეპპიზოდში ამ ეპიზოდში არბიტრმა ჩათვალა, რომ ტონალის კვარაცხელია არ წაუქცევია.

OA Sport-მა სწორედ ამ მომენტის შესახებ დაწერა.

"აი, ნაპოლის ნახევარმცველის პირველი გაფრთხილება კი ამ დრომდე კამათს იწვევს და აქ მთავარი არა ანგისას ფოლია, არამედ, წესების ის დარღვევაა, რომელიც ამ ჯარიმას უსწრებდა. 

რამდენიმე წამის წინ, სანამ ზამბო ერნანდესს კიდევ ერთხელ წააქცევდა, შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია მიდიოდა. მას სანდრო ტონალი ფეხებში ჩაუხტა და წარმოუდგენელია, ამ ეპიზოდში მსაჯმა წესების დარღვევა როგორ ვერ დაინახა: სანამ მილანის ფეხბურთელი ბურთს შეეხებოდა, მან კვარაცხელიას გზა გადაუღობა და წააქცია", - წერს გამოცემა.


Facebook კომენტარები