1 წლის წინ
"ნეაპოლში დიდი თავდაჯერებულობით ჩავალთ, თუმცა..." - პიოლის პრესკონფერენცია
"ნეაპოლში დიდი თავდაჯერებულობით ჩავალთ, თუმცა..." - პიოლის პრესკონფერენცია

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფნო პიოლიმ "ნაპლოისთან" მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღეს იყო შესანიშნავი ტემპი, დიდი ემოციები, მაგრამ ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომაც. ორივე გუნდმა ძალიან დაბალანსებული თამაში აჩვენა და ორივესთვის რთული დაპირისპირება იყო.

"ნაპოლიმ" ჩვენზე უკეთ დაიწყო, ჩვენ ბურთს კარგად ვერ ვაკონტროლებდით, როცა დრიბლინგი არ იყო. სამწუხაროა, რომ ბოლოს რიცხობრივი უპირატესობით ვერ ვისარგებლეთ, მაგრამ შედეგი შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს მიტოვებს.

ვინ მომეწონა? ყველა ჩვენი მოთამაშე. ლეაუ? დიახ, რა თქმა უნდა, მომეწონა, ისევე როგორც ჟირუ, ტომორი. ნეაპოლში დიდი თავდაჯერებულობით ჩავალთ, თუმცა იმ სიძნელეებსაც ვაცნობიერებთ, რაც საპასუხო მატჩში გველის", - განაცხადა პიოლიმ.


Facebook კომენტარები