1 წლის წინ
"ოსიმენი დიდი დანაკლისია, მაგრამ..." - პიოლის პრესკონფერენცია
"ოსიმენი დიდი დანაკლისია, მაგრამ..." - პიოლის პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის წინ, სტეფანო პიოლიმ კომანტარი გააკეთა.

"სერია ა-ში დაფიქსირებულმა შედეგმა არ უნდა მოგვატყუოს, ეს სრულაიდ სხვა შეხვედრა და განსხვავებული ნაპოლი იქნება.

ეს ჩემპიონთა ლიგაა, ამ ტურნირზე ყველა გამარჯვებაზე ოცნებობს. ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, თითოეული ჩვენგანი ძალიან მოტივირებულია და ნახევარფინალში გასვლა გვინდა, რაც შესანიშნავი მიღწევა იქნებოდა.

ნაპოლი არის გუნდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ამიტომ დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან მათ შემტევებს ნებისმიერი შეტევის გოლად გარდასახვა შეუძლიათ.

ოსიმენი დიდი დანაკლისია, მაგრამ ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი არ არის, მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ", - თქვა პიოლიმ.


Facebook კომენტარები