1 წლის წინ
ანჩელოტის პროგნოზი მილანი-ნაპოლის მატჩზე
ანჩელოტის პროგნოზი მილანი-ნაპოლის მატჩზე

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "მილანი"-"ნაპოლის" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან დაბალანსებული მატჩი იქნება, რომელშიც ფავორიტის დასახელება რთულია. 

ასეთ მატჩებში ფეხბურთელები განსაკუთრებულად მოტივირებულები არიან და იციან, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ეპიზოდს.

ამ წყვილში ფავორიტის დასახელება გამიჭირდება. 

ნაპოლის შესანიშნავი სეზონი აქვს, მილანი კი უფრო არასტაბილურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდის მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და დანებებას არც ერთი მათგანი არ აპირებს", - თქვა ანჩელოტიმ.


Facebook კომენტარები