11 თვის და 3 კვირის წინ
"წილისყრის შემდეგ ანჩელოტიმ დამირეკა და ეს მკითხა" - მალდინი
"წილისყრის შემდეგ ანჩელოტიმ დამირეკა და ეს მკითხა" - მალდინი

"მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩებზე ისაუბრა.

"წილისყრის შემდეგ ანჩელოტიმ დამირეკა და მკითხა: "პაოლო, სტამბოლში გნახავ, ხომ? 

ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, კლუბის ისტორია გვაძლევს ამის დაჯერების უფლებას. ეს ადრეც მომხდარა: როდესაც შეგიძლია სეზონი რაღაც წარმოუდგენლად აქციო. 

ჩვენ გვაქვს ეს შანსი და გვინდა გამოვიყენოთ. იოლი არ იქნება, მაგრამ ოცნება გვიყვარს. ოცნების გარეშე ჩვენ ალბათ ნაკლებ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით.

დღევანდელ შემადგენლობაშიც ბევრი მეოცნებე გვყავს და კარგია, რომ ისინი არსებობენ, ისევე, როგორც არსებობენ უფრო რეალისტი ადამიანებიც. 

მეც მეოცნებე ვიყავი, როცა ვთამაშობდი, მიყვარდა ოცნება, განსაკუთრებით "მილანში", ამის გარეშე ალბათ, მეც ნაკლებ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდი", - განაცხადა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში გაიმართება. "მილანისა" და "რეალის" გზები კი ფინალამდე არ იკვეთება.


Facebook კომენტარები