1 წლის წინ
როგორია "მილანის" სატრანსფერო გეგმა ზაფხულში?
როგორია "მილანის" სატრანსფერო გეგმა ზაფხულში?

ჟურნალისტის, სანტი აუნას ცნობით, "მილანს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის სამოქმედო გეგმა შედგენილი აქვს.

ამავე ჟურნალისტის ცნობით, "მილანის პრიორიტეტი ზაფხულში ფორვარდის გაფორმება იქნება და გუნდის სატრანსფერო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ პოზიციას მოხმარდება.

"როსონერი" დაიმატებს მარჯვენა ვინგერს, რადგან ჯუნიორ მესიასის და ალექსის სალემაკერსის არასტაბილურობა კლუბის ხელმძღვანელობას არ მოსწონს.

ზაფხულში გუნდს დატოვებს ბელგიელი ფორვარდი დივოკ ორიგი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.


Facebook კომენტარები