1 წლის წინ
"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

41 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მილანთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

მას ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება პრაქტიკულად არ ეძლევა. შვედმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სულ 144 წუთი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

Milannews-ის ცნობით, "მილანი" ზლატანს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს.

მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ იბრაჰიმოვიჩი სერია A-ში დარჩეს და კარიერა "მონცაში" ერთი წლით გააგრძელოს.


Facebook კომენტარები