1 წლის წინ
"მილანის" ტიფოზები მაშინ ძალიან გავახარეთ" - რას იხსენებს კალაძე
"მილანის" ტიფოზები მაშინ ძალიან გავახარეთ" - რას იხსენებს კალაძე

კახა კალაძემ ცნობილ იტალიურ გამოცემასთან, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენა.

"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისტორიასა და საფეხბურთო წიგნში შევიდა. "მილანის" ტიფოზები მაშინ ძალიან გავახარეთ.

სტამბოლის ფინალში კი, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სიურეალისტური თამაში იყო, ბურთს უბრალოდ არ უნდოდა ინგლისელთა კარში შესვლა, მახსოვს დამატებით დროში შევას დარტყმა, როდესაც მათმა მეკარემ წარმოუდგენელი სეივი გააკეთა. 

პენალტების სერიას ფსიქოლოგიურად დაღლილები შევხვდით და სამწუხაროდ, ისე დამთავრდა, როგორც ყველამ იცის. მესამე ფინალში კონცენტრირებული და სოლიდური გუნდი ვიყავით. უკვე ვიცოდით, როგორი გუნდი იყო "ლივერპული", ამიტომაც, მენტალურად სრულად მზად ვიყავით", - თქვა კალაძემ.


Facebook კომენტარები