1 წლის წინ
"ალბათ, რაღაცას შევცვლი, რადგან..." - რას აპირებს პიოლი ნაპოლისთან
"ალბათ, რაღაცას შევცვლი, რადგან..." - რას აპირებს პიოლი ნაპოლისთან

სტეფანო პიოლიმ "ნაპოლისთან" განვლილ და მომდევნო მატჩზეც ისაუბრა: 

"ნეაპოლში გენიალური არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ მოედანზე კარგი გუნდი გავიყვანე.

ხვალ დილით გუნდს ერთ რამეს ვეტყვი:

ნეაპოლში ქულები მათზე მეტად გვჭირდებოდა. ოთხშაბათსაც დიდი მოტივაცია გვექნება და ორივე გუნდი დიდი ენერგიით ითამაშებს. ძლიერ ნაპოლის ველოდები, სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე სერია A-ში იყო. 

ალბათ, რაღაცას შევცვლი, რადგან მეტოქეს პრობლემების შექმნა შეუძლია, ამიტომ, ცვლილება შეიძლება მოხდეს დაცვით ფაზაშიც და თამაშის კონსტრუქციაშიც. "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის მატჩის თამაში ფანტასტიკურია", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" 12 აპრილს დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები