1 წლის წინ
"ბურთს მეტოქე გუნდის კარში შესვლა არ უნდოდა" - პიოლის პრესკონფერენცია
"ბურთს მეტოქე გუნდის კარში შესვლა არ უნდოდა" - პიოლის პრესკონფერენცია

"ემპოლისთან" ნულოვანი ფრის შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვსურდა. ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, გუნდი კარგ ტემპში თამაშობდა, თუმცა ბურთს მეტოქე გუნდის კარში შესვლა უბრალოდ არ უნდოდა.

შედეგი დასანანია, მაგრამ გუნდი კარგ ფორმაშია და ამ შედეგის მიუხედავად, მილანისგან პოზიტიური თამაში ვიხილე.

ასეთი ენერგიით დიდი ხანია არ გვითამაშია. მაგრამ მილანმა სახლში ემპოლი ვერ დაამარცხა, ეს კი მიუღებელი შედეგია", - თქვა პიოლიმ.



Facebook კომენტარები