1 წლის წინ
"ლეაო გამანადგურებელია, კვარა კი..." - ვისზე გააკეთა არჩევანი კალაძემ
"ლეაო გამანადგურებელია, კვარა კი..." - ვისზე გააკეთა არჩევანი კალაძემ

კახა კალაძემ ცნობილი იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტს, რომელმაც მილანის ყოფილ მცველს და თბილისის ამჟამინდელ მერს "მილანის" და კვარაცხელიას "ნაპოლის" შედარება სთხოვა ასე უპასუხა: 

"ლეაო გამანადგურებელია, მე სამუდამოდ "მილანის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ კვარაცხელია საქართველოს ხატია. 

ჩემს სასურველ გუნდში ორივეს ვათამაშებდი, ლეაუს მარცხნივ და კვარას მარჯვნივ. მათ აქვთ მომაკვდინებელი იარაღები, გარდა ამისა, იციან, როგორ შექმნან სივრცე თავდამსხმელებისთვის."

ჟურნალისტი ალესანდრა ბოჩი სტატიაში აღნიშნავს, რომ მცდელობის მიუხედავად, კალაძე კონკრეტული არჩევანი არ დააფიქსირა.


Facebook კომენტარები