1 წლის წინ
"მილანი ჩვენთან მატჩს წაგების შიშით შეხვდა" - სპალეტი
"მილანი ჩვენთან მატჩს წაგების შიშით შეხვდა" - სპალეტი

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა სერია A-ში "მილანთან" მარცხზე ისაუბრა.

"თქვენ ამბობდით, რომ უნაკლოები ვიყავით, რეალურად კი, ჩვენ ყოველთვის თავმდაბლები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ სხვა გუნდების მსგავსად, ნაკლოვანობები ჩვენც გვაქვს.

ვიცით, რომ მილანი ჩვენთან მატჩს წაგების შიშით შეხვდა, ჩვენი წინა მატჩებიდან გამომდინარე, მაგრამ ამიტომაც, მეტოქეს უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა, ვიდრე ჩვენ.

ყოველთვის ვერ მოიგებ, წაგებაც ბუნებრივია. ამ თამაშის შემდეგ მშვიდად ვისაუბრეთ", - თქვა სპალეტიმ.


Facebook კომენტარები