11 თვის და 4 კვირის წინ
რა გეგმები აქვს "მილანს" ორიგისთან დაკავშირებით
რა გეგმები აქვს "მილანს" ორიგისთან დაკავშირებით

იტალიური მედიის ცნობით, დივოკ ორიგი მიმდინარე სეზონის ბოლოს "მილანს" დატოვებს.

ის "როსონერის" სეზონის დასაწყისში  თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ გუნდის მოლოდინი ვერ გაამართლა და კლუბი მის გაყიდვას გეგმავს.

ორიგის ტრანსფერით "ვესტ ჰემიხ, "ლიდსი", "ასტონ ვილა", "კრისტალ პალასი" და რამდენიმე თურქული გუნდი დაინტერესებული.

"მილანი" ბელგიელის სანაცვლოდ 12-13 მილიონ ევროს ითხოვს.


Facebook კომენტარები