11 თვის და 4 კვირის წინ
"კარგად გვახსოვს, შარშან რაც გავაკეთეთ, მაგრამ..." - პიოლი
"კარგად გვახსოვს, შარშან რაც გავაკეთეთ, მაგრამ..." - პიოლი

სტეფანო პიოლიმ იტალიურ პრესაში "მილანის" შესახებ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ეს სეზონი შეიძლება დიდებული გახდეს ან ნეგატიური. კარგად გვახსოვს, შარშან რაც გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 

იმედი გვაქვს, რომ სერია A-ს ბოლო 9 მატჩს და ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრას კარგად ჩავატარებთ.

წინ გვაქვს გადამწყვეტი ორი თვე, რომელშიც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. 

სანაკრებო პაუზის პერიოდში ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. გასული სეზონის ბოლო 3 თვეში ჩვენი არავის სჯეროდა", - თქვა პიოლიმ.


Facebook კომენტარები