1 წლის წინ
"ისე იქცეოდნენ, თითქოს, მილანი მარტივი მეტოქე იყო" - სპალეტი
"ისე იქცეოდნენ, თითქოს, მილანი მარტივი მეტოქე იყო" - სპალეტი

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, "მილანთან" მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგის მატჩები? ალბათ, ახლა სხვებიც დამეთანხმებიან იმაში, რომ ჩვენთვის იღბლიანი წილისყრა არ ყოფილა.

ხალხი ისე იქცეოდა, თითქოს, "მილანი" მარტივი მეტოქე იყო. ახლა ამას სხვებიც ისე შეხედავენ, როგორც მე", - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 12 აპრილს, სტუმრად და 18 აპრილს საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები