1 წლის წინ
"კვარაცხელიას შეჩერება ასე შეგვიძლია" - ალესანდრო ფლორენცი
"კვარაცხელიას შეჩერება ასე შეგვიძლია" - ალესანდრო ფლორენცი

"მილანის" მცველმა, ალესანდრო ფლორენციმ Mediaset-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის. ვფიქრობ, რომ გუნდურად უფრო შეგვიძლია მისი შეჩერება, ვიდრე ინდივიდუალურად. თუმცა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევაჩეროთ ნაპოლი, როგორც გუნდი, ვიდრე მხოლოდ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი", - თქვა იტალიელმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურში "მილანი" "ნაპოლის" "დიეგო მარადონაზე" დაუპირისპირდება.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები