1 წლის წინ
"ნაპოლი-მილანი - ეს იქნება კვარაცხელია ლეაოს წინააღმდეგ" - იტალიური მედია
"ნაპოლი-მილანი - ეს იქნება კვარაცხელია ლეაოს წინააღმდეგ" - იტალიური მედია

2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურში "მილანი" "ნაპოლის" "დიეგო მარადონაზე" დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე Corriere dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

"ნაპოლი" - "მილანი" იქნება დუელი ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შორის, რომლებიც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის აპრილის სამი მატჩის მთავარი ფიგურები იქნებიან.

ტიტანების ამ ბრძოლის გმირებს შორის ორი ახალგაზრდა ტალანტია, რომლებიც მარცხენა ფლანგზე თამაშობენ. ორივე იარაღია გამარჯვების გზაზე: "ნაპოლიში" - კვარაცხელია, "მილანში" კი – ლეაო.

კვარადონა, როგორც მას თაყვანისმცემლები უწოდებენ, საოცნებო სეზონს ატარებს. მარცხენა ფლანგელების დუელში, როგორც ჩანს, უპირატესობა "ნაპოლის" გააჩნია, რადგან კვარაცხელია ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და უკვე ნეაპოლელთა გული მოიგო, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით და "მილანი" ასე მარტივად არ დანებდება. 

მაგრამ მხოლოდ კვარაცხელია და ლეაო არ არიან ამ ისტორიის მთავარი გმირები. არიან მათი წინამორბედებიც, დიდი ჩემპიონები, რომლებმაც ისტორია შექმნეს - მარადონა, გულიტი, ვან ბასტენი, კარეკა", - წერს გამოცემა.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები