1 წლის წინ
"დიდებული მოთამაშეა" - როგორ დაახასიათა პიოლიმ კვარაცხელია
"დიდებული მოთამაშეა" - როგორ დაახასიათა პიოლიმ კვარაცხელია

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "როსონერისა" და "ნაპოლის" წინა დაპირისპირების შემდეგ, DAZN-თან ინტერვიუში კვარაცხელიას "შესანიშნავი მოთამაშე" უწოდა.

"ხვიჩა კვარაცხელია დიდებული, შესანიშნავი მოთამაშეა. კალაბრია შევცვალე, რადგან დაიღალა, მას სწორედ კვარაცხელიას შეჩერება ჰქონდა დავალებული", - ამბობდა პიოლი.


2 აპრილს, სერია "ა"-ს 28-ე ტურში "მილანი" "ნაპოლის" "დიეგო მარადონაზე" დაუპირისპირდება.

სტეფანო პიოლი დაცვაში ისევ კალაბრიას დაყენებას აპირებს.

კალაბრიას მთავარი საზრუნავი კვარაცხელიას განეიტრალება იქნება, რაც ჯერჯერობით იტალიის ჩემპიონატში არავის გამოსდის.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები