1 წლის წინ
კახა კალაძეს 4 საუკეთესო მატჩი "მილანის" რიგებში
კახა კალაძეს 4 საუკეთესო მატჩი "მილანის" რიგებში

იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი დაგვენთახმება, რომ საქართველოს ნაკრების და “მილანის” ლეგენდარული მოთამაშე კახა კალაძე იმდროინდელი “როსონერის”, სერია A-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

მოდით, "მილანში" მისი 4 საუკეთესო მატჩი გავიხსენოთ.

1. 2005 წელი | “მილანი” – “ინტერი” (1:0). კალაძის ერთადერთმა გოლმა “დერბი დელა მადონინას” ბედი გადაწყვიტა. 71-ე წუთზე კლარენს ზეედორფმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელიც კალაძემ ეფექტურად დაამუშავა და ხულიო სეზარს გაუტანა.

2. 2005 წელი | “რომა” – “მილანი” (0:2). კალაძე ამ მატჩში საუკეთესო იყო. კახას კარგი პასის შემდეგ ერნან კრესპომ თავურით შეძლო მეტოქის კარის აღება. მანამდე კი თვითონაც მოახერხა გოლის გატანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

3. 2002 წელი | “მილანი” – მადრიდის “რეალი” (1:0). ალბათ, ეს ჩემპიონთა ლიგაზე კახას საუკეთესო მატჩი იყო “მილანში”. ქართველმა ლუიშ ფიგუ გაანეიტრალა. შევჩენკომ კი შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

4. 2003 წელი | “მილანი” – “იუვენტუსი” (3:2). კალაძემ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო და ეს განსაკუთრებული დღე იყო მის ცხოვრებაში. კახამ ამ მატჩში მაღალ დონეზე ითამაშა. ის გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ ბუფონმა ურთულესი ბურთის აღება მოახერხა. პენალტების სერიაში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კახა კალაძე “მილანში” 2001-2010 წლებში თამაშობდა. მან იტალიურ გრანდთან ერთად ყველა ტიტული მოიპოვა.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები