1 წლის წინ
რა შედეგი მოჰყვა მასარას და "იუვენტუსის" შეხვედრას?
რა შედეგი მოჰყვა მასარას და "იუვენტუსის" შეხვედრას?

Sportitalia-ს ცნობით, რიკი მასარა გასულ კვირას "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შეხვდა, რადგან ისინი კლუბის ახალ დირექტორს ეძებენ.

მასარას მიმართ ინტერესი აშკარაა და მას მტკიცედ უჭერს მხარს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი.

მალდინიმ და "მილანის" მფლობელებმა შეხვედრის შესახებ შეიტყვეს და ეს სიახლე არ მოეწონათ.

როგორც ჩანს, მოლაპარაკებებს რაიმე კონკრეტული პირობა არ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის ასეა.


Facebook კომენტარები