1 წლის და 1 თვის წინ
"ეს უნდა ჰკითხოთ 20 წლის ახალგაზრდებს და არა მე" - ზლატანის პასუხი ჟურნალისტს
"ეს უნდა ჰკითხოთ 20 წლის ახალგაზრდებს და არა მე" - ზლატანის პასუხი ჟურნალისტს

"მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მედიასთან თავის მომავალზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"თქვენ, ჟურნალისტებო, ჩემზე ამბობდით და წერდით, რომ მე ძალიან განსხვავებული, არეული ვიყავი. მე კი, ყოველთვის მაქვს სურვილი, დავუმტკიცო მათ, ვისაც ჩემში ეჭვი ეპარებათ, რომ ისინი ცდებოდნენ. დანებებას არ ვაპირებ.

მომავალი? ბევრი შემოთავაზება მაქვს, ამჟამად ჩემს თავს, მხოლოდ ფეხბურთელის რანგში ვხედავ. ყველა მეკითხება, როგორ ვარ, მაგრამ ეს უნდა ჰკითხოთ 20 წლის ახალგაზრდებს, რას ფიქრობენ, რადგან ისინი ხედავენ, რომ მათთან ერთად ვთამაშობ. ჯერ არ ვიცი, ევრო 2024-ზე თამაში მიღწევადი მიზანი არის თუ არა", - თქვა იბრამ.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები