1 წლის წინ
დიასს მსურველი გამოუჩნდა - შეინარჩუნებს ესპანელს "მილანი"?
დიასს მსურველი გამოუჩნდა - შეინარჩუნებს ესპანელს "მილანი"?

"არსენალი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, ბრაჰიმ დიასის ტრანსფერით დაინტერესდა, რომელიც "მილანში" იჯარით იმყოფება.

დიასს იჯარის ვადა ზაფხულში გასდის და "როსონერის" მისი გამოსყიდვა 22 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ იტალიურ გრანდს 14 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს, ამიტომ ესპანელი ნახევარმცველის წასვლის შანსი დიდია.

დიასით "არსენალი" ინტერესდება და მისი წაყვანა პირადად მთავარ მწვრთნელს, არტეტას სურს. ინგლისური კლუბი დიასის სანაცვლოდ მზადაა 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები