1 წლის და 1 თვის წინ
"რატომ არ დავტოვე "მილანი" სკუდეტოს მოგების შემდეგ?" - რას ამბობს იბრაჰიმოვიჩი
"რატომ არ დავტოვე "მილანი" სკუდეტოს მოგების შემდეგ?" - რას ამბობს იბრაჰიმოვიჩი

"მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა  სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"რატომ არ დავტოვე "მილანი" სკუდეტოს მოგების შემდეგ? მე ასაკზე საუბარი არ მსურს, კიდევ ბევრი მაქვს საჩვენებელი და შემიძლია, კრიტიკოსები დავადუმო.

14 თვეში 3 ოპერაცია გავიკეთე... იყო მომენტი, როდესაც მუხლი ცუდად მქონდა, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

არასდროს ვნებდები,  სერია "ა"-ში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გავხდი, რომელმაც გოლი გაიტანა, თუმცა ასაკის გამო რეკორდების დამყარება არ მსურს, მე მინდა რეკორდები მოვხსნა იმიტომ, რომ მე, ვარ იბრა.", - განაცხადა ზლატანმა.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები