1 წლის წინ
"მილანი" "ლიონის" ფეხბურთელს გაიფორმებს? - შანსები დიდია
"მილანი" "ლიონის" ფეხბურთელს გაიფორმებს? - შანსები დიდია

"ლიონის" ნახევარმცველის, ჰუსემ აუარის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ლიდერი "მილანია".

24 წლის ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ფრანგ ფეხბურთელს "როსონერიში" თამაში სურს და შესაბამისად მისი გაფორმება უფრო ადვილი გახდება.

აღსანიშნავია, რომ აუარი "ნაპოლისა" და "რომას" დაუკავშირეს, მაგრამ მისი პრიორიტეტი "მილანში" თამაშია.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები