1 წლის და 1 თვის წინ
"დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ბევრად მეტი შეუძლია" - პიოლის პრესკონფერენცია
"დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ბევრად მეტი შეუძლია" - პიოლის პრესკონფერენცია

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "უდინიზესთან" მატჩი წინ პრესკონფერენცია გამართა.

"უდინეზე კარგი გუნდია, რომელსაც ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. იბრაჰიმოვიჩს მოედანზე 90 წუთის გატარება არ შეუძლია, ამიტომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ. 

ლეაუ დიდი მონდომებით ვარჯიშობს და მოტივირებულია. შესაძლებელია ყველა მატჩში გოლი ვერ გააქვს, მაგრამ მისი თამაში გუნდისთვის სასარგებლოა.

ტონალიმ "სალერნიტანასთან" დაისვენა და მზად არის "უდინეზესთან" გარკვეული სათამაშო დრო მიიღოს.

"მილანი" ამ მატჩს მოტივირებული და მომზადებული შეხვდება. ორიგის პოტენციალში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ბევრად მეტი შეუძლია.", - განაცხადა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "უდინეზეს" შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 წუთზე დაწყება.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები