1 წლის და 1 თვის წინ
რა თანხა გამოიმუშავა "მილანმა" ბილეთების გაყიდვით მიმდინარე სეზონში?
რა თანხა გამოიმუშავა "მილანმა" ბილეთების გაყიდვით მიმდინარე სეზონში?

ევროპის ტოპ ჩემპიონატებში საშინაო მატჩებზე დასწრების მიხედვით "მილანი" ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციას იკავებს.

ამ მაჩვენებლით "როსონერიმ", რა თქმა უნდა, ფინანსური სარგებელიც ნახა. 18 საშინაო მატჩში, იტალიურმა გრანდმა ბილეთები 15-ჯერ სრულად გაყიდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

იტალიური მედიის ცნობით, "მილანმა" ბილეთების გაყიდვით მიმდინარე სეზონში 83.7 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი ეს თანხა შესაძლებელია 90 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

 

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები