1 წლის წინ
როგორია "მილანის" შემოსავალი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში?
როგორია "მილანის" შემოსავალი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში?

როგორც მოგეხსენებათ, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტოენჰემი" გამოაგდო და მეოთხედფინალში გავიდა.

ეს "როსონერისთვის" ფინანსური წარმატებაც გამოდგა, რადგან კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 71 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

Corriere della Sera იუწყება, რომ ეს თანხა ბილეთების გაყიდვითა და სპონსორების ბონუსებით 100 მილიონ ევრომდე მიაღწევს.

შესაძლებელია, ეს თანხა "მილანს" რაფაელ ლეაუს შენარჩუნებაში დაეხმაროს.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები