1 წლის წინ
"მილანში" ფინანსური კრიზისი სრულდება
"მილანში" ფინანსური კრიზისი სრულდება
ავტორი
Aa

იტალიურ მედიაში "მილანის" 2023 წლის საპროგნოზო ფინანსური მონაცემების გავრცელებას ეხმაურებიან და კლუბის არჩეულ გეზს პოზიტიურად აფასებენ.

"Calcio e Finanza"-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ "როსონერიმ" ფინანსური წელი 25-მილიონიანი ზარალით დახუროს, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 42 მილიონი ევროთი ნაკლები იქნება.

ბოლო სამ სეზონში "მილანის" ფინანსური შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  • 2020 წელი: ზარალი - 194 მლნ.
  • 2021 წელი: ზარალი - 98 მლნ.
  • 2022 წელი: ზარალი - 66 მლნ.

მონაცემებიდან ჩანს, რომ კლუბის მენეჯმენტი სწორ კურსს ინარჩუნებს, რასაც გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებებიც უწყობს ხელს. 


Facebook კომენტარები