1 წლის და 1 თვის წინ
ჟირუმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ჟირუმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ავტორი
Aa

"მილანის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "როსონერისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 

"მინდა, რომ მომავალი სეზონიც "სან სიროზე" გავატარო, კლუბთნ კონტრაქტის გახანგლძრივებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება", - უთხრა ვეტერანმა ფრანგმა DAZN-ს.

მიმდინარე სეზონში 36 წლის ჟირუმ სერია A-ში "მილანის" ფორმა 21 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები