1 წლის და 1 თვის წინ
აუარმა გადაწყვეტილება მიიღო - "მილანი" საქმეშია
აუარმა გადაწყვეტილება მიიღო - "მილანი" საქმეშია
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი ესპანური გამოცემა Relevo "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "როსონერი" ერთ-ერთი კლუბია, რომელიც უსემ აუარის გადაბირების მთავარი ფავორიტია.

როგორც ირკვევა, აუარმა "ლიონის" ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა, რომ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ნახევარმცველის ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, მისი ტრანსფერის ფავორიტი კი 2 კლუბია - "მილანი" და "ბეტისი".

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, სად გააგრძელებს კარიერას უსემი, საბოლოოდ ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაწყდება.


Facebook კომენტარები