1 წლის და 2 თვის წინ
კრუნიჩი: "მოედანზე ყველაფერი დავდეთ და მოვიგეთ კიდეც"
კრუნიჩი: "მოედანზე ყველაფერი დავდეთ და მოვიგეთ კიდეც"
ავტორი
Aa

ბევრისთვის "მილანი" ოთხეულისთვის ბრძოლას ჩამორჩენილი იყო, თუმცა გუნდი ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.

სერია ა-ში "ტორინოს" დამარცხების შემდეგ "როსონერიმ" გასვლით შეხვედრაში "მონცა" დაამარცხა - 0:1.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომბარდიული გრანდის ფეხბურთელმა რადე კრუნიჩმა მედიასთან ისაუბრა.

"ამ გამარჯვებას დიდი წონა აქვს. ბოლო 2 თამაში ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა, შესაბამისად ეს კვირაც წარმატებული იყო. "მონცა" მოტივირებული ოპონენტია, რომელიც ფეხბურთს კარგად თამაშობს.

3 ქულის მოპოვება მარტივი არ იყო, თუმცა ჩვენ კარგად მოვემზადეთ, მოედანზე ყველაფერი დავდეთ და მოვიგეთ კიდეც.

რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება გვინდა, არავის უყვარს ქულების დაკარგვა, მაგრამ ცუდ და კარგ პერიოდში ერთად უნდა ვიდგეთ," - განაცხადა კრუნიჩმა.


Facebook კომენტარები