1 წლის და 1 თვის წინ
პიოლი: "დიდებული შედეგების მიღება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია თუ.."
პიოლი: "დიდებული შედეგების მიღება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია თუ.."
ავტორი
Aa

"მილანი" გუშინ "მონცას" ეწვია და მძიმე შეხვედრაში მნიშვნელვოანი სამი ქულა მოიპოვა - 0:1.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ამ თამაშის მოგება ჩვენს კვირას პოზიტიურად ამთავრებს. დიდებული შედეგების მიღება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია თუ ყველა ერთად ვიმუშავებთ.

ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, შემდეგ კი "მონცამ" წნეხი გაზარდა. ამ კომპაქტურობით თამაში აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ენერგიის აღდგენაზე. ახლა მთავარი კონცენტრაცია "ატალანტასთან" მატჩზე გვაქვს," - განაცხადა პიოლიმ.


Facebook კომენტარები