1 წლის და 2 თვის წინ
ტონალი: "გაუვალები ვიყავით"
ტონალი: "გაუვალები ვიყავით"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაუბრუნდა.

"როსონერიმ" ლონდონის "ტოტენჰემს" ბრაჰიმ დიასის მიერ მე-7 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომბარდიული გრანდის ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"3-კაციანი დაცვის შესახებ დღეს არ ვისაუბრებ, თუმცა დღეს გაუვალები ვიყავით. იმისთვის, რომ ნაკლები გოლი გაუშვა, კარში ნაკლები დარტტმა უნდა მიიღო.

დაცვაში განსხვავებულად ვმოძრაობთ, ყველას საკთარი კაცი ჰყავს, რაც პრესინგის დროსაც გვეხმარება.

რაც შეეხება ჩემს კოჭს, ის უკვე შემიხვიეს. კარგად ვარ, უბრალო შეჯახება იყო, როგორიც ფეხბურთში საკმაოდ ხშირია," - განაცხადა ტონალიმ.


Facebook კომენტარები