1 წლის და 2 თვის წინ
"მილანი" - "ტოტენჰემი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
"მილანი" - "ტოტენჰემი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
ავტორი
Aa

დღეს, 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება.

"მილანი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს და შეეცდება "სან სიროზე"  საკუთარ ქომაგებს საჩემპიონთალიგო ზეიმი მოუწყოს.

ინგლისელ მეტოქესტან გასამართი მატჩის შესახებ სპეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება, რომლისთვისაც გუნდი კარგად მოემზადა. უნდა დავამტკიცოთ, რომ გვაქვს ამბიცია და შესაბამისი ხარისხი ვაჩვენოთ, მე საუკეთესო "მილანს" ველოდები.

ინგლისური გუნდი და იტალიელი მწვრთნელით ძალიან საშიში კომბინაციაა. კონტემ შესანიშნავად იცის, როგორ მოემზადოს მატჩისთვის. კონტე იყო ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელმაც დამირეკა და სკუდეტოს მოპოვება მომილოცა, მე მას დიდ პატივს ვცემ. "ტოტენჰემს" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ.

უნდა ვეცადოთ, რომ მატჩი გავაკონტროლოთ და ტემპი ჩვენ წავიყვანოთ, უნდა ვიყოთ სახიფათოები და შექმნილი მომენტები მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ.

თასი? ახლა ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება ნებისმიერი გუნდის ოცნებაა, მაგრამ ახლა ამ თემაზე ფიქრი სრულიად უადგილოა.

ბენასერი? სამწუხაროდ ახლა ის 100%-ით მზად არ არის, ამიტომ ვერ დაგვეხმარება. 

შარლეს პოზიცია? ორი ტრეკვარტისტათი ვთამაშობთ და ვფიქრობ, რომ მისთვის საუკეთესო პოზიცია სწორედ ეს არის".


Facebook კომენტარები