1 წლის და 2 თვის წინ
ტეო: "ეს გამარჯვება მისი უდიდესი დამსახურებაა"
ტეო: "ეს გამარჯვება მისი უდიდესი დამსახურებაა"
ავტორი
Aa

"მილანის" ფრანგმა ნახევარმცველმა, ტეო ერნანდესმა, "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ საკუთარი სათამაშო ფორმის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდი ჩავარდნა მქონდა, არც ფიზიკურად და არც მენტალურად სათანადო დონეზე არ ვიყავი, დიახ, ეს სიმართლეა. 

ვფიქრობ, რომ ახლა საკუთარი თავის გაუმჯობესება გამომდის, ვუმატებ და ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები.

ამდენი წაგება და ასეთი წარუმატებელი სერია, უდიდესი დარტყმა იყო ფსიქოლოგიურად. ეს გამარჯვება საკვანძოა, რადგანაც ის დაგვეხმარება, რომ ისევ წარმატებული პერიოდი გვქონდეს. 

ჩემპიონთა ლიგა? "ტოტენჰემი" ძლიერი მეტოქეა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ.

იბრა? ის არის მოთამაშე-მწვრთნელია, ეს გამარჯვება მისი უდიდესი დამსახურებაა".


Facebook კომენტარები