1 წლის და 2 თვის წინ
პიოლი: "გოლის გაშვებამ სიტუაცია აგვირია, რისი გამოსავალიც ვერ ვიპოვეთ"
პიოლი: "გოლის გაშვებამ სიტუაცია აგვირია, რისი გამოსავალიც ვერ ვიპოვეთ"
ავტორი
Aa

"მილანი" საკმაოდ ცუდ დღეშია - გუნდი გუშინ სერია ა-ს ეგიდით "ინტერს" დაუპირისპრიდა და მორიგი მარცხი იგემა - 1:0.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ვნანობ, რომ პირველ ტაიმში თავის დაცვა ამ გზით ვამჯობინეთ, ასევე, ვერ გამოვიყენეთ მომენტები, რომლებიც წინ გაგვიყვანდნენ.

ვცდილობდით, რომ ბურთზე კონტროლი მოგვეპოვებინა, თუმცა გოლის გაშვებამ სიტუაცია აგვირია, რისი გამოსავალიც ვერ ვიპოვეთ.

მეორე ნახევარში ბურთს კარგად ვფლობდით. მარცხის მიუხედავად, უნდა ვეცადოთ, რომ ამ მარცხში თავდაჯერებაც ვიპოვოთ," - განაცხადა პიოლიმ.


Facebook კომენტარები