1 წლის და 2 თვის წინ
ლაუტარო: "დილიდანვე ვიცოდით, რომ ეს თამაში ჩვენს ხელში იყო"
ლაუტარო: "დილიდანვე ვიცოდით, რომ ეს თამაში ჩვენს ხელში იყო"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "მილანი" სერია ა-ს ეგიდით "ინტერს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი "ნერაძურის" ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა, 34-ე წუთზე გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინელმა შემტევმა Sky Sports-თან მცირე კომენტარი გააკეთა.

"დილიდანვე ვიცოდით, რომ ეს თამაში ჩვენს ხელში იყო. გუნდი მოედანზე მზად და კონცენტრირებულად გამოვიდა.

"მილანს" პირველივე წუთებიდანვე ვაჩვენეთ, რომ პროტაგონისტები ვართ, შედეგმა კი არ დააყოვნა," - განაცხადა ლაუტარომ.


Facebook კომენტარები