1 წლის და 1 თვის წინ
"მილანს" კონკურენტი გამოუჩნდა - ვის სურს ძანიოლოს ტრანსფერი
"მილანს" კონკურენტი გამოუჩნდა - ვის სურს ძანიოლოს ტრანსფერი
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა Calcio Mercato "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "როსონერის" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე კონკურენტი გამოუჩნდა.

ირკვევა, რომ იტალიელი ფეხბურთელის გადაბირება თურქულ "გალათასარაისაც" სურს და ისინი ზაფხულში ამოქმედდებიან.

შეგახსენებთ, რომ ძანიოლოს "რომას" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც კლუბს აუცილებლად დატოვებს, "მილანი" კი მისი შეძენის მთავარი ფავორიტად სახელდება.


Facebook კომენტარები